05:23 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-26 14:18:44, 1907 ნახვა

კომენტარი
რომან გოცირიძე - „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ისწავლეს მოდური სიტყვა - „ფეიკ ნიუსი“ და ახლა „ფეიკობენ და ფეიკობენ“

თუ დავაკვირდებით, „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ამ ორი დღის განმავლობაში ისწავლეს მოდური სიტყვა - „ფეიკ ნიუსი“ და ახლა „ფეიკობენ და ფეიკობენ, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართ და აღნიშნა, ის არის „ფეიკ ბიუჯეტის“ ავტორი, რომელიც ფაქტობრივად მკვდარია.

„თუ დავაკვირდებით, „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ამ ორი დღის განმავლობაში ისწავლეს მოდური სიტყვა - „ფეიკ ნიუსი“ და ახლა „ფეიკობენ და ფეიკობენ“ ორი დღეა. ბატონო გიორგი, თქვენ ბრძანდებით ყველაზე დიდი „ფეიკ ბიუჯეტის“ ავტორი, სიცრუის ბიუჯეტი წარმოადგიინეთ გუშინწინ, რომელიც დღეს უკვე ფაქტობრივად მკვდარია, მე შეგახსენებთ თქვენს ბიუჯეტს და თქვენს პრეზენტაციებს, როდესაც ამბობდით რომ 350 თას ადამიანს პირდაპირ დაეხმარებოდით ფინანსურად და 250 ათას თვითდასაქმებულს, ანუ თქვენ 600 ათასი ადამიანისთვის პირდაპირი ფინანსური დახმარების პირობა დადეთ, მთავრდება ეს პროცესი და რას ვხედავთ, 400 ათასიანი ფეიკი გამოაცხვეთ, 400 ათასი ადამიანი დაახლოებით, დატოვებთ დახმარების გარეშე. მხოოდ 100 ათას თვითდასაქმებულს აქვს მიღებული, იმიტომ რომ გაურთულეთ და გააწამეთ ეს ადამიენები სხვადასხვა ცნობების მოთხოვნით და ასევე, ის თვითდასამქებულები, რომელბიც დღეს არიან უმუშევრად დარჩენილები, მხოლოდ მათი მესამედი იღებს დახმარებას“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics