04:46 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-24 14:41:53, 1481 ნახვა

კომენტარი
ელისაშვილი ბოკერიას - სტამბოლის ბაზარი რომ გაქვს გაჩაღებული მაჟორიტარებში, ყველა შენ დაკრულზე ვერ აცეკვე, ვაჭრობა არ გამოგივიდა და მოგემტვრა კბილები?

წესიერ ხალხს გადააწყდი პოლიტიკაში, ვაჭრობა არ გამოგივიდა და მოგემტვრა კბილები? - ამის შესახებ „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერთან, გიგა ბოკერიასთან დაკავშირებით წერს, რომელმაც ელისაშვილი „პოლიტიკურ ვაჭრობაში“ დაადანაშაულა.

როგორც ელისაშვილი წერს, ბოკერიას „მექრთამე და ხალხის ფულის ქურდი მეგობრებისგან განსხვავებით“ ლევან იოსელიანი წესიერი კაცია.

„ბოკერია ისე გამწარებული იწყევლებოდა გუშინ ცოტა შემეცოდა კიდეც. რაო გიგა სტამბოლის ბაზარი რო გაქვს გაჩაღებული მაჟორიტარებში ყველა შენ დაკრულზე ვერ აცეკვე და ორღობის დედაკაცივით წყევლა კრულვაზე გადახვედი ეს ამხელა „პოლიტიკოსი კაცი“?! წესიერ ხალხს გადააწყდი პოლიტიკაში, ვაჭრობა არ გამოგივიდა და მოგემტვრა კბილები? ვიცი ვერაფრით იჯერებთ შენ და შენი ამფსონები მარა მართლა ხალხის პრობლემები გვაწუხებს მე და ჩემ გუნდს და მართლა ამ ქვეყნის წინსვლისთვის ვართ პოლიტიკაში. ასევე მართლა ფეხებზე გვკიდია შენი და შენნაირი „ცეხავიკების“ დალაგებული რაღაც სქემები და გარიგებები. თქვენ რაც პოლიტიკა გგონიათ იმაზე გვერევა ზუსტად გული და იმის შესაცვლელვად ვართ მოსულები.

ლევან იოსელიანს კაცის კაცი რომ უძახე უნდა იცოდე რომ ჩემი ბავშვობის მეგობარია. 30 წელია ცხოვრებას მხარდამხარ მოვუყვებით და ჩემზე ბედნიერი კაცი არაა რომ ამ ჭუჭყიან პოლიტიკაში ლევანი გვერდით მიდგას და მაძლიერებს. შენი მექრთამე და ხალხის ფულის ქურდი მეგობრებისგან განსხვავებით ლევან იოსელიანი არის წესიერი, პრინციპული და პატრიოტი კაცი“, - წერს ელისაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics