09:40 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-11 15:33:13, 2330 ნახვა

კომენტარი
სესიაშვილი - ანგარიშში არ არის მითითებული რა წყაროზე დაყრდნობით გაკეთდა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ჩანაწერი

ანგარიშში არ არის მითითებული რა წყაროზე დაყრდნობით გაკეთდა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ჩანაწერი, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლია სესიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ორივე ტექსტში თავის მხრივ არის ძალიან პოზიტიური გზავნილები და არანაირი მინიშნება კრიტიკაზე არ არის.

„მაქვს ეჭვი, რომ ეს არის ვიწროპილიტიკური ინტერესების გამტარებელი ჩანაწერი და ვხედავ ლობისტების ხელს. ანგარიშში წერია, რომ საქართველოზე შესაბამისი ინფორმაცია ეყრდნობა ორ წყაროს და მითითებული აქვთ ორი ანგარიში. ორივე ტექსტში თავის მხრივ არის ძალიან პოზიტიური გზავნილები, არანაირი მინიშნება კრიტიკაზე არ არის. ხოლო კრიტიკულ ნაწილში წყარო აღარ არის მითითებული და ვერც იქნება. ამერიკასა და საქართველოს ურთიერთობა აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე, რაც არის ყველაზე მთავარი, ძალიან მაღალი ინტენსოვობისაა და ეს დაადასტურა კიდეც საგარეო მდივნის მოადგილემ. ნატო, ევროკავშირი, მთელი საერთაშორისო საზოგადოება, ჩვენი პარტნიორები ერთხმად აღიარებენ, რომ საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ავლენს არამხოლოდ მაღალ პოლიტიკურ მზაობას, არამედ პრაქტიკულ ნაწილში დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს. ეს არის ფაქტი. ვფიქრობ ეს ჩანაწერი იყო ოპოზიციის პოლიტიკური ინტერესების გამოვლინება. შესაბამისად, ობიექტურად და ლოგიკურად ეჭვი მიჩნდება, რომ ეს არის ლობოსტური საქმიანობის შედეგი და ქართული საზოგადოება ამას ისე აღიქვამს, როგორც საჭიროა. საზოგადოება აღიარებს მხოლოდ სიმართეს. სიმართლეს ყველა ვხედავთ, რომ საერთაშორიოს საზოგადოება, ჩვენი პარტიორი ქვეყნების მთავრობები, მათი შესაბამისი ანგარიშები ცალსახად მიუთითებენ, რომ საქართველო მტკიცედ დგას ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, განაცხადა  ირაკლი სესიაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics