10:59 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-11 14:12:48, 1892 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა - ეკონომიკა იხსნება, ბიზნესი იქოქება, მაგრამ სიფრთხილე უნდა დავიცვათ

„ეკონომიკა იხსნება, ბიზნესი იქოქება, მაგრამ სიფრთხილე უნდა დავიცვათ," - ასე გამოეხმაურა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დღეს გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოში ინფიცირების ახალი შემთხვევების შესახებ, რომლის დროსაც ინფექციის გავრცელების წყარო ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

„ჩვენ ეტაპობრივად ვხსნით ეკონომიკას და ამ მონაპოვარს უნდა გავუფრთხილდეთ. იცით, რომ აქტიურად ვმუშაობთ 15 ივნისს შიდა ტურიზმის გასახსნელად. ვემზადებით, სრული მასშტაბით ამოქმედდეს ყველა ბიზნესი, ყველა საწარმო. ამ ფონზე, განსაკუთრებით მინდა მოვუწოდო სიფრთხილისკენ ყველას, იქნება ეს მოსახლეობა თუ კერძო სექტორი. ძალიან მოსაფრთხილებელია ის, რომ ჩვენ გვაქვს მართვადი ეპიდემიოლოგიური  ვითარება. თუმცა მდგომარეობის გართულება, ჩვენივე დაუდევრობით და მოსახლეობის რელაქსირებული მიდგომით, ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს. აქედან გამომდინარე, კვლავაც უნდა ვიყოთ ფრთხილად, დავიცვათ ყველა რეკომენდაცია თუ სავალდებულო წესი, რაც არის კანონით განსაზღვრული და ჩვენი მედიკოსების მიერ მოწოდებული. ეს არის ერთადერთი გზა, რომ პანდემიის მიუხედავად, შევძლოთ და გეგმაზომიერად ვისწავლოთ მუშაობა, ცხოვრება და საქმიანობა," - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა ყირგიზეთის წინააღმდეგ სანქციები პირველად დააწესა რუსეთის დახმარების გამო
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics