11:00 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-11 13:11:53, 2384 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა - ოპონენტები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, ლობისტების ხელით, დესტრუქციულ ინფორმაციას აწვდიან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, 13 რესპუბლიკელი კონგრესმენის ანგარიშს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არის ანალიტიკური კვლევა, სადაც საქართველოზე რაც წერია, ძირითადად პოზიტიურია.

თუმცა, მისივე თქმით, ფრაზა, სადაც საუბარია ივანიშვილის რუსეთთან კომუნიკაციაზე, არის ოპონენტების მიერ, ლობისტების ხელით მიწოდებული ინფორმაცია საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებისთვის.

„წლიდან წლამდე ჩვენი ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან ძლიერდება და ადის საკმაოდ მაღალ დონეზე. თუ გაეცნობიტ, ეჭვი მაქვს იმ ერთი ფრაზის იქით, არავინ გაეცნო ანალიტიკურ კვლევას, რესპუბლიკური პარტიის რადიკალური ფრთის. თქვენ თუ გაეცნობით, ნახავთ, რომ ანგარიშში საქართველოზე რაც წერია, ძირითადად არის პოზიტიური. ერთი ფრაზა ამოვარდნილია იმ დოკუმენტის კონტექსტიდან, რაზეც აპელირებთ. იქ არის საუბარი, რომ „ქართული ოცნება“ არის ალიანსსში რუსეთთან და ეს იწვევს დესტაბილიზაციას, მაშინ რა შუაშია აშშ-სთან მაღალ დონეზე ჩვენი სამხედრო ურთიერთობები? ჩანს, რომ ეს ფრაზა არის ინპლანტირებული ხელოვნურად. საგანგაშოა, რომ მავანნი, ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები, არ აქცევენ იმას ყურადღებას, რომ შეიძლება ავნონ საქართველოს იმიჯს. ყველანაირად ცდილობენ, რომ მცდარი, დესტრუქციული ინფორმაია მიაწოდონ თავისი ლობისტების ხელით ჩვენს პარტნიორებს და ეს ფრაზა, სწორედ ამის მანიშნებელია“ - განაცხადა თურნავამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა ყირგიზეთის წინააღმდეგ სანქციები პირველად დააწესა რუსეთის დახმარების გამო
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics