2020-06-10 14:21:01, 2176 ნახვა
კომენტარი
ბესელიას განცხადებით, 20 ივნისის პოლიტიკური ტვირთი გახარიას საარჩევნო სიაში ყოფნას გამორიცხავს
პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერის, ეკა ბესელიას განცხადებით, 20 ივნისის პოლიტიკური ტვირთი გახარიას საარჩევნო სიაში ყოფნას გამორიცხავს.
„იქნება თუ არა გახარია საარჩევნო სიაში, რთული სათქმელია, თუ ლოგიკას მივყვებით ალბათ, არა, რადგან 20 ივნისის პოლიტიკური სიმძიმე ისეთია, რომ როგორც წესი, არ შეიძლება იყოს მმართველი პარტიის სათავეში პრემიერი, რომელიც იყო შს მინისტრი და მოხდა 20 ივნისი, ისე როგორც მოხდა. მე მგონია, რომ ეს ისეთი პოლიტიკური ტვირთია, რომელიც როგორც წესი, ამ შესაძლებლობას გამორიცხავს,"- განაცხადა ბესელიამ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან