19:14 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-19 13:26:00, 485 ნახვა

პოლიტიკა
დავით სერგეენკო: მთავრობა აგრძელებს მუშაობას, როგორც ერთიანი ჯგუფი

მთავრობა აგრძელებს მუშაობას, როგორც ერთიანი ჯგუფი,- ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობაში მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, მთავრობაში არანაირ დაპირისპირებაზე საუბარი არ არის.

"შემიძლია ცალსახად დავადასტურო, რომ არანაირ დაპირისპირებაზე საუბარი არ არის. მთავრობა აგრძელებს მუშაობას, როგორც ერთიანი ჯგუფი. რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს, ჩემთვის უცნობია, რომ ასეთი კონსულტაციები მიმდინარეობდეს",- განაცხადა დავით სერგეეენკომ.

რაც შეეხება ექსპერტებისა და პოლიტიკოსების ნაწილის მოსაზრებას, რომ შესაძლოა სამთავრობო ცვლილებები სექტემბერში დაიწყოს, ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ექსპერტების აზრი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა მათ შემადგენლობაში შეხედულებები ერთმანეთისგან  განსხვავდება,რაც ნორმალური მოვლენაა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics