19:12 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-18 18:56:54, 384 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: გაეროში, ნიუ-იორკშიც და სხვაგან საქმის გასაკეთებლად მივდივარ და არა სანახავად

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ორი დელეგაციის წასვლასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს გაუგებარს და შეურაცხმყოფელს უწოდებს.
როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის უცხოეთში საქმის საკეთებლად დადის და არა სამოგზაუროდ.
"ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია და არასერიოზულია, ვფიქრობ, შეურაცხმყოფელიც კია ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ქვეყნსითვის, ჩვენ ყველას მოგვეთხოვება პასუხი ჩვენს ქმედებაზე.გაეროში, ნიუ- იორკშიც და ნებისმიერ სხვა ადგილშიც, სადაც მივდივარ, იქ მივდივარ საქმის გასაკეთებლად, იქ საქმეს ვაკეთებ, იქ სანახავად არ მივდივარ. პრემიერამდე ხშირად მიმოგზაურია ნიუ -იორკში და ეს არ არის ჩემთვის განსაკუთრებული ვიზიტი, მაგრამ როცა  სჭირდება სახელმწიფოსა და ჩვენს ქვეყანას, მე ყველგან წავალ და საქმეს გავაკეთებ. თუ ვინმეს აქვს სურვილი წავიდეს ნიუ-იორკში, ან სხვა ქვეყანაში, ეს მისი გადასაწყვეტი იქნება. ჩვენს საქმეს ვაკეთებთ. სხვა სპეკულაციებს კომენატრს არ გავაკეთებ",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, სავარაუდოდ,  გაერო-ს გენერალურ ასამბლეას საქართველოდან ორი დელეგაცია დაესწრება. ერთი პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მეორე კი- პრეზიდენტის.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორივე ვიზიტის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics