19:12 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-15 10:34:48, 344 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი აშშ-ს თავდაცვის მდივანს შეხვდება

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა.

მინისტრი ვიზიტის ფარგლებში შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს, ეშტონ კარტერს შეხვდება.

როგორც ხიდაშელმა "იმედის" ეთერში განაცხადა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი დღეს, 15 აგვისტოს იწყება.

"შაბათს მივდივარ ვაშინგტონში. შეხვედრა მექნება თავდაცვის მდივანთან. შეხვედრები მაქვს ასევე დაგეგმილი თეთრ სახლში, სახელმწიფო დეპარტამენტში. ბევრი შეხვედრაა დაგეგმილი საერთაშორისო მედიასთან, ამერიკულ მედიასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ჩვენი მთავარი დღის წესრიგი ცნობილია. ეს არის ქართულ-ამერიკული ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერება, უფრო მეტი სიმჭიდროვე, სიახლოვე ამ ურთიერთობებში. ასევე ეს არის ამერიკული მხარის მხარდაჭერის მოპოვება ნატო-ს მინისტერიალისთვის", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის შემადგენლობაშია შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics