" />
19:13 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-14 10:03:53, 350 ნახვა

პოლიტიკა
ხიდაშელი: ხელისუფლების ამოცანა არ არის რუსეთთან ომობანას თამაში

თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების ამოცანა არ არის რუსეთის ფედერაციასთან ომობანას და სახლობანას თამაში.

ამის შესახებ ხიდაშელმა „იმედთან“  საუბარში განაცხადა.

როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, ქვეყნის ხელისუფლების ამოცანაა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის შეიარაღებული ძალები თავიანთ ტერიტორიაზე დაბრუნდნენ.

"ჩვენს ლოიალურ მოქალაქეებს, საკუთარი ქვეყნის ბედით არიან შეწუხებულნი, მათ მინდა ვუთხრა, რომ საქართველოს ხელისუფლება, ისე როგორც არასდროს ყველაფერს აკეთებს, რომ პრობლემები იყოს მინიმალიზირებული. თუმცა, დღევანდელი მსოფლიო არის იმის დასტური, რომ ამას ერთი სახელმწიფო, როგორი ძლიერი, როგორი ხმამაღალი და ამბიციური განცხადებების მკეთებელიც არ უნდა იყოს, ამას ვერ მოახერხებს. ჩვენი ამოცანა არის, რომ ვიყოთ ქმედითად და  აქტიურნი, რომ შევაჩეროთ რუსული ოკუპაცია.

ეს არის საქართველოს ხელისუფლების ამოცანა და არა სახლობანას და ომობანას თამაში, რითაც დაკავებული იყვნენ ის ადამიანები ვინც დღეს ჩვენ გვაკრიტიკებენ",-განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 

 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics