17:37 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-12 15:54:45, 335 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა დაჭრილი პოლიციელები მოინახულა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას 10-11 აგვისტოს დაჭრილი პოლიციელები მოინახულა. 

„დღეს მოვინახულე დაჭრილი პოლიციელები. სამწუხაროდ, ეს ორივე ფაქტი ბოლო პერიოდში მოხდა. მინდა, ყველას მივმართო ერთი ემოციის გასაზიარებლად - თუ, ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს ქვეყანას და მის მოქალაქეებს, პატივი უნდა ვცეთ პოლიციასაც. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ ჩვენს სიმშვიდეს და საზოგადოების ცხოვრების წესს. 
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ პატივი ვცეთ პოლიციას და პოლიციელებს, ისევე დავიცვათ მათი სიცოცხლე, როგორც ისინი იცავენ ჩვენსას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ურთიერთობის გარეშე ვერ შედგება სამართლებრივი სახელმწიფო. 
ძალიან მძიმეა, როდესაც დღეს ვხედავ დაჭრილ პოლიციელებს, რომლებიც ჩვენ გვიცავდნენ და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიიღეს უმძიმესი დაზიანებები“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 


პრეზიდენტმა ლეიტენანტ ელიზბარ პატარკაციშვილის და პოლიციის მაიორ მალხაზ ქავთარაძის ოჯახის წევრებს მადლობა გადაუხადა მამაცი შვილების გაზრდისათვის და პოლიციელებს  სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics