|
2020-04-08 19:47:28, 22296 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, კორონავირუსზე 7 პაციენტის ტესტირების პასუხი უარყოფითია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე ტესტირება 7 პაციენტს ჩაუტარდა და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია. მისი თქმით, კორონავირუსისგან ინფექციური საავადმყოფოს კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა. „დილის შემდეგ მონაცემები არ შეცვლილა. როგორც იყო 208 დადასტურებული შემთხვევა, ისევ რჩება ამ დრომდე. ჩვენთან დილას 7 პაციენტზე ჩატარდა ტესტირება და ყველა უარყოფითი იყო. უარყოფითი იყო ჩვენი ძველი პაციენტები, რომელთა გამოჯანმრთელების მონიტორინგიც მიდიოდა. გამოჯანმრთელებულ 35 პაციენტს ჩვენგან 2 მიემატა. ანუ 37 გამოჯანმრთელებული ჩვენს ცენტრს ჰყავს და ქვეყანაში, ჯამში 50 გამოჯანმრთელებულია. ამ საღამოს კვლავ ტარდება ტესტირება ჩვენი პაციენტების, რომელთა მონაცემებს ხვალ დილით მოგახსენებთ“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)