02:35 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ხადური: დეკემბერი-იანვრის მიმოქცევაში არსებული ფულის რაოდენობა შემცირდა

„ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტის მხრიდან როგორც დეკემბრის, ისე იანვარში მიმოქცევაში არსებულისი ფულის რაოდენობა შემცირდა“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს ლარის კურსის ცვლილების თემის კომენტირებისას განუცხადა.

 

„ნაციონალური მოძრაობა“: ფოთის ნავთობტერმინალის პუტინის ხელში გადასვლა უმძიმეს საფრთხეს შეიცავს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ფოთის ნავთობტერმინალთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

გიგაური: თუ პოლიტიკური ძალა თვლის, რომ კანდიდატი მასთან უნდა შეთანხმდეს, საზოგადოების ინტერესებით არ ხელმძღვანელობს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.

 

ალექსანდრ ვერშბოუ: ნატოში საქართველოს გაწევრიანებას სრულად ვუჭერთ მხარს

„ნატო სრულად უჭერს მხარს, საქართველოს მომავალ გაწერვრიანებას ნატოში“, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუმ, ბრუსელში საქართველოს კომისიის შეხვედრის შემდეგ,  „ტვიტერის“  საკუთარ გვერდზე დაწერა.
 

მთიან რაიონებში იუსტიციის სახლები აშენდება

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ინფორმაციით, იუსტიციის სახლების მშენებლობა გრძელდება.

წულუკიანი: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უნდა იყოს ადამიანი, ვინც მართლმსაჯულების რეფორმაში ხელს შემიწყობს

„უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უნდა იყოს ადამიანი, ვინც მართლმსაჯულების რეფორმაში ხელს შემიწყობს“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

საქართველოში წელს 13 ახალი საზოგადოებრივი ცენტრი აშენდება

2015 წლის იანვარში საქართველოს მასშტაბით ოთხ სოფელში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა დაიწყება.

დავით სერგეენკო: საარსებო მინიმუმი მალე დაზუსტებული მეთოდოლიგიით იქნება გადაზომილი

„საარსებო მინიმუმის რეკალკულაცია,  მეთოდოლოგიის ცვლილების გარეშე არარეალურ სურათს მოგვცემს“, - ამის შესახებ  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

საქართველოს დღეს იოჰანეს ჰანი ეწვევა

საქართველოს დღეს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ეწვევა.
 

საგარეო უწყება ნატოს შტაბ-ბინაში გამართული ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შესახებ, ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, დავით ბაქრაძისა და საგარეო საქმეთა მინსტრის პირველი მოადგილის, დავით დონდუას მონაწილეობით, მიმდინარე წლის 14 იანვარს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში, ელჩების დონეზე  ნატო-საქართველოს  კომისიის სხდომა გაიმართა.

 

ირაკლი ღარიბაშვილი აჭარის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებს რესტორან „ქართულ სახლში“ შეხვდა.

“ვისოლი” ხვალიდან საწვავზე ფასს კიდევ 5 თეთრით ამცირებს

ხვალიდან „ვისოლი“ ქსელში არსებულ პროდუქტზე ფასს კიდევ 5 თეთრით ამცირებს. როგორც „ექსპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს, ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტებზე ფასის კლების ტენდენციის გათვალისწინებით, „ვისოლი“ ფასებს უკვე მეათედ ამცირებს და ქსელში კომპანიის პროდუქტების ფასმა ჯამში უკვე 45-თეთრამდე დაიკლო. 

 

ავთანდილ ბერიძე: აჭარისთვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი კი არა სასტუმროა საჭირო

„აჭარისთვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი კი არა სასტუმროა მისაღები და საჭირო“, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, მინისტრებთან და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

 

საქართველოს საგარეო უწყება ვოლნოვახში უდანაშაულო ადამიანების დაღუპვასთან დაკავშირებით, შეშფოთებას გამოთქვამს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს  2015 წლის 13 იანვარს, უკრაინის დონეცკის ოლქში, ქ.ვოლნოვახში, ჭურვის აფეთქების შედეგად უდანაშაულო ადამიანების დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს.

 

ფედერიკა მოგერინი ევროკავშირს რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას სთავაზობს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი ევროკავშირს რუსეთის ფედერაციასთან  ურთიერთობის აღდგენას სთავაზობს.
 

საქართველოს მთავრობამ 2015 წელი C ჰეპატიტთან ბრძოლის წლად გამოაცხადა

წელს ჩვენი მთავრობისთვის მთავარი  გამოწვევა საქართველოში C ჰეპატიტის სრული დაძლევა იქნება და ამიტომაც 2015 წელს   C ჰეპატიტთან ბრძოლის  წლად ვაცხადებთ,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გნცხადა. 

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics