ვოლნოვახასთან სეპარატისტთა პოზიციების მხრიდან გასროლილი ჭურვი სამგზავრო ავტობუსს მოხვდა, რის შედეგადაც ავტობუსი აფეთქდა.
რუსმა ჯარისკაცმა სომხეთში, ქალაქ გიუმრიში ოჯახის ექვსი წევრი და მათ შორის 2 წლის გოგონა ავტომატური იარაღით დაცხრილა. გადარჩა მხოლოდ ექვსი თვის ჩვილი. ექიმების შეფასებით, ჩვილის მდგომარეობა უკიდურესია.
ისლამური სახელმწიფოს ჰაკერებმა ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების Twitter-ი და Youtube-ის ანგარიშები გატეხეს,თუმცა საიდუმლო ინფორმაცია ხელუხლებელია.
ინტერპოლმა, უკრაინის ყოფილ პრეზიდენტზე ვიქტორ იანუკოვიჩზე წითელი ცირკულარით ძებნა გამოაცხადა.
საფრანგეთში 700-მდე ებრაულ სკოლაზე სამართალდამცავები დაცვას გააძლიერებენ.
ინდონეზიაში, მკვლევარებმა AirAsia-ს გაუჩინარებული ლაინერის მეორე „შავი ყუთი“ აღმოაჩინეს.
პარიზში სოლიდარობის მარშში 3 მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.
ამის შესახებ ინფორმაციას „ბი ბი სი“ ავრცელებს.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More