ამ დროის მონაცემებით, ბრიუსელში მომხდარ ტერაქტების სერიას 38 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რიცხვი კი 230-მდე გაიზარდა.
ბრიუსელის ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო. ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.
ბელგიის პოლიციამ ბრიუსელის აერეპორტში აფეთქების მოწყობაში ეჭვმიტანილის ცხედარი აღმოაჩინა, - ამის შესახებ ,,როიტერი“ იუწყება.
ამ დროისათვის ბრიუსელში პანიკაა. ქალაქში განხორციელებული მომხდარი აფეთქებების შედეგად ბრიუსელში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ამ დროისთვის დახურულია ყველა მეტროსადგური.
ბელგიის პოლიციამ ბრიუსელის აეროპორტში ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინა.
ბრიუსელში კიდევ ორი აფეთქება მოხდა.
„ევრონიუსის“ კორესპონდენტი პარიზის ტერაქტისა და ბრიუსელის აეროპორტის აფეთქების საერთო ორგანიზატორზე საუბრობს. მისი თქმით, არის საერთო ნიშნები და არ არის გამორიცხული, ამ ორი ამბის უკან ერთი და იგივე ორგანიზტორი იდგას.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More