05:46 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
აბაშიძე: შარშან, რუსეთიდან საქართველოში დაახლოებით მილიონი ტურისტი შემოვიდა

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური  წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის ინფორმაციით, შარშან რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში  მილიონი ტურისტი შემოვიდა,  მიმდინარე წელს კი, უფრო მეტი იქნება.

აბაშიძე: რუსეთთან გარკვეული ურთიერთობები აღდგა, თუმცა ეს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ მის პოლიტიკაზე არ აისახა

„პრაღის ფორმატზე ითქვა, რომ გარკვეული ჰუმანიტარული ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან აღდგა, მაგრამ სამწუხაროდ ეს ურთიერთობები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ რუსეთის პოლიტიკაზე არ აისახა“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

აბაშიძე: ბანერის აღმართვის მიზანია, ქართულმა მხარემ დე-ფაქტო ხელისუფლებასთან ე.წ. საზღვრის დემარკაციაზე დაიწყოს საუბარი

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, საოკუპაციო ხაზზე არსებული ვითარების ერთ-ერთი მიზანია ქართულმა მხარემ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან ე.წ.  საზღვრის დემარკაზციაზე დაიწყოს საუბარი.

გიგი წერეთელი: თუ რუსეთი ვალდებულებებს არ შეასრულებს, საერთაშორისო თანამეგობრობა ძალიან მკაცრი უნდა იყოს

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის გიგი წერეთელის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიების ანექსიის გაძლიერება ყოველდღიურად ხდება.

კურტ ვოლკერი: ბოლოს, როცა კონსტიტუცია შეიცვალა, პროცესი ბოლომდე გააზრებული არ იყო, დღესაც მსგავს მოვლენებს ვხედავთ

“ბოლოს, როცა საქართველოს კონსტიტუცია შეიცვალა და ძალაუფლება პრეზიდენტიდან პრემიერ მინისტრს გადაეცა, პროცესი ბოლომდე ინკლუზიური და გააზრებული არ იყო. დღესაც მსგავს მოვლენებს ვხედავთ“, - ამის შესახებ მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა და წარსულში ამერიკის ყოფილმა ელჩმა ნატოში, კურტ ვოლკერმა განაცხადა.

კელი: მთავრობასთან გვქონდა თხოვნა მუხთარლის ოჯახის უსაფრთხოებაზე და დაგვპირდნენ, რომ დამატებით ზომებს მიიღებენ

„მუხთარლის საქმეზე გამოძიება იმდენ დროს წაიღებს რამდენიც საჭირო იქნება მის დასასრულებლად“,-ამის შესახებ აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

კელი: მნიშვნელოვანია, რომ მუსტაფა ჩაბუქის ექსტრადიციის საკითხზე საფუძვლიანი მტკიცებულებები არსებობდეს

„მნიშვნელოვანია, რომ ჩაბუქის ექსტრადაციის საკითხზე  საფუძვლიანი მტკიცებულებები არსებობდეს“,-ამის შესახებ აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ განაცხადა.

 

გრიგორი კარასინი: რა ხდება? ხდება ის, რომ საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის უნდა იყოს საზღვარი

რა ხდება? ხდება ის, რომ საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის უნდა იყოს საზღვარი და ამას აკეთებენ სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა განაცხადა.

ადვოკატი: პატრიარქის დაცვის წევრების ჩვენებები დეკანოზის ჩვენების იდენტური იყო - პროკურატურა წყობიდან გამოდიოდა

ადვოკატ გიორგი ფანცულაიას განცხადებით, დღეს დაკითხული პატრიარქის დაცვის წევრების ჩვენებები  მამა გიორგი მამალაძის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების იდენტურია.

 

ჩაბუქის ადვოკატი: გადაწყვეტილებას საქალაქო სასამართლოში გავასაჩივრებთ - ექსტრადირების პროცესი შეჩერებული იქნება

დემირელის სახელობის კოლეჯის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატის, სოსო ბარათაშვილის განცხადებით, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარს, საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

ადვოკატის განცხადებით, დაკითხულმა მოწმემ დაადასტურა, რომ დეკანოზი გველის შხამის შეძენით იყო დაინტერესებული

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული მამა გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განცხადებით, მოწმემ დაკითხვისას დაადასტურა, რომ დეკანოზი გველის შხამის შეძენით იყო დაინტერესებული.

 

მიხეილ რამიშვილი: თუ არიან ოქრომჭედლები, რომლებიც ციანიდს არ იყენებენ, მათ ნამუშევრებს არ უნდა ენდოთ

„ციანიდი გამოიყენება ოქრომჭედლობაში - ოქროსთან, ვერცხლთან და სპილენძთან ერთად და მისი გამოყენება ან არ გამოყენება ოქრომჭედელზეა დამოკიდებული“, - ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მდინარაძე: ოკუპანტების მოქმედებებს იმ საზღვრებში ვხედავთ, რომელიც თავის დროზე, წინა ხელისუფლებამ რუსეთს „გაუპრავა“

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, უშიშროების საბჭო ის ადგილი არ არის, სადაც მცოცავი ოკუპაციის მსგავს საკითხებს განიხილავენ. 

იან კელი: ქართველი ერის პროგრესი, მისი სიმტკიცე და გამძლეობა, გასაოცარია - მაკვირვებთ

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის იან კელის განცხადებით, ქართველი ერის განვითარება და პროგრესი, მისი სიმტკიცე და გამძლეობა, გასაოცარია, - ამის შესახებ ელჩმა აშშ-ის დამოუკიდებლობის 241-ე წლისთავს საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა. 

დიმიტრი ქუმსიშვილი: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ კახი ძალიან კარგი მერი იქნება
გიორგი გახარია: კახი კალაძე იყო და რჩება გუნდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ლიდერად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics