საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, წყნეთი-ახალდაბის საგზაო მონაკვეთზე გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები დღეს დილით განახლდა.
13–14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად, ოფიციალური მონაცემებით ამ დროისათვის 19 ადამიანია დაღუპული.
ამინდის გაუარესების გამო და უსაფრთხოების მიზნით, სტიქიის ზონაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფმა ამ ეტაპზე სალიკვიდაციო სამუშაოები შეაჩერა.
ბოლო მონაცემებით სტიქიის შედეგად 17 ადამიანია დაღუპილი, 5 კი, იძებნება. 16 ცხედარს იდენტიფიცირება ჩაუტარდა და მათი ვინაობა უკვე დადგენილია.
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო მოსახლეობას მოუწოდებს, გმირთა მოედნისა და ვაკე–საბურთალოს მიმართულებით ავტომობილით გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენელთა სამძიმრის წერილი მიიღო.
კრიზისების მართვის საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, ევაკუაციის გამოცხადების გამო პანიკას არ აყვნენ, რადგან ამ ეტაპზე ამის საფუძველი არ არსებობს.
სტიქიით გამოწვეული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოებში დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების I საარტილერიო ბრიგადის პირადი შემადგენლობა ჩაერთო.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ბანკის თანამშრომელთა სახელით გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძირა და სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულებს საბანკო ვალდებულებების გასტუმრებაში დახმარება აღუთქვა.
ზუგდიდში, დღეს დევნილი ოჯახებისათვის ბინები კენჭისყრის პრინციპით განაწილდა.
ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატები და ნომინანტები სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად ერთიანდებიან და თიბისი ფონდში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე საკუთარი წიგნებიდან შემოსულ თანხებს რიცხავენ.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ყველა უწყების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები სტიქიის ზონაში ჩამოტანილი ქვა - ღორღით დაზიანებული გზის გაწმენდით სამუშაოებს აგრძელებენ.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More