13:25 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
დავით ნარმანია: თბილისობაზე ძირითადი აქცენტი გაკეთდება ქალაქის ეკოლოგიურად სუფთა ქალაქის კონცეფციაზე

თბილისობა 17-18 ოქტომბერს გაიმართება, ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მანვე აღნიშნა, რომ თბილისობის პროგრამა,   ძალიან საინტერესო გამოვიდა, რომელიც საზოგადოების ფართო ჩართულობის შედეგად მომზადდა.

სერგეენკო: პაციენტებს, რომლებიც ტუბერკულოზის სამკურნალო დანიშნულებას არ დაემორჩილებიან, სტაციონალურ პირობებში უმკურნალებენ

ტუბერკულოზის მკურნალობა საქართველოში სავალდებულო ხდება. აღნიშნულს "ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ"  კანონპროექტი  ითვალისწინებს. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ახალი უფროსი პოლიტიკური წარსულით

გიორგი გვიმრაძის დანიშვნას "მოამბის" ჟურნალისტების  ნაწილი აპროტესტებს. როგორც ჟურნალისტებისგან გახდა ცნობილი, გვიმრაძეს სატელევიზიო სივრცეში მუშაობის გამოცდილება არ აქვს და "ნაციონალური მოძრაობის" კადრია.

მოსახლეობა თბილისის ვიცე-მერს ტყუილში ადანაშაულებს (ვიდეო)

პეკინის 23 ა  ნომერში მცხოვრებნი „ექსპრესნიუსთან“ თბილისის მერიაში გაკეთებულ განცხადებას ეხმიანებიან, სადაც ნათქვამია, რომ თბილისის ვიცე-მერსა და მოსახლეობას შორის შეთანხმების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. 

ზუგდიდის მერი ახალგაზრდული სათათბირო ორგანოს წევრებს შეხვდა

 ზუგდიდის მერი, ირაკლი გოგოხია მერის ახალგაზრდული სათათბირო ორგანოს წევრებს შეხვდა.

პარიზში, ლევილის შატოს მამულის საქართველოსთვის გადაცემის ტექნიკური დეტალები განიხილეს

პარიზში, საქართველოს საელჩოში ლევილის შატოს მამულისა და ქონების საქართველოსათვის გადმოცემის და მისი შემდგომი ფუნქციის განსაზღვრის მიზნით შექმნილი კომისიის სხდომა გაიმართა.

 

წლევანდელი თბილისობა განსხვავებული ფორმატით ჩატარდება

„თბილისობა 2015“ 17 – 18 ოქტომბერს გაიმართება და განსხვავებული ფორმატის იქნება. დაგეგმილი ღონისძიებების საბოლოო პროგრამისთვის ბიუჯეტიდან 977 000 ლარია გამოყოფილი.

მინისტრების მონაწილეობით, დღეს მორაგბეთა მხარდამჭერი მატჩი გაიმართება

ქართველი ბორჟღალოსნების მხარდასაჭერად რაგბს დღეს დავით სერგეენკო და ტარიელ ხეჩიკაშვილი ითამაშებენ.

 

შსს-ს მოლდოვის რესპუბლიკის პოლიციის წარმომადგენლები ეწვივნენ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ევროპის პოლიციის კოლეჯის (CEPOL) გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, მოლდოვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მთავარი სამმართველოს წარმომადგენლები ეწვივნენ.

 

საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი ფოთის მუზეუმს ეწვია

საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე ფოთის 
კოლხური კულტურის მუზეუმს სტუმრობდა.

ოქტომბრიდან C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაში 20 000 პაციენტი ჩაერთვება
მიკროავტობუსების დაჯარიმება - ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მერიასა და კომპანიაში

ქალაქ თბილისის მერიაში „ექსპრესნიუსს“ განუცხადეს, რომ ყველა მიკროავტობუსი, რომელიც გადაყვანილი იყო გაზზე, დაჯარიმდა და ყველანაირი ნორმების დაცვით პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდა - მოხსნილ იქნა გაზის ბალონები. 

მოსიარულე ნაღმები და მერიის პასუხისმგებლობა, - სპეციალისტები თბილისის მიკროავტობუსებზე

მოსიარულე ნაღმები, - ასე აფასებენ თბილისის მიკროავტობუსებს სპეციალისტები. ტრასნპორტისა და გზების ასოციაცია თბილისის მიკრო ავტობუსებთან დაკავშირებით კვირის ბოლოს განცხადებას გააკეთებს და მოითხოვს იმ საფრთხეების აღმოფხვრას, რაც სამარშრუტო ტაქსებთან არის დაკავშირებული. 

ტრეფიკინგის ფონდსა და ცენტრ „თანადგომას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდსა და საინფორმაციო სამედიცინო–ფსიქოლოგიურ ცენტრს "თანადგომა" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

თბილისის განვითარების ფონდი ბეთლემის N10 -ში გზის მოშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის განვითარების ფონდი ბეთლემის ქუჩა N10 -ში მდებარე სამშენებლო ობიექტზე  გზის მოშლის შესახებ განცხადებას ავრცელებს. 

ინოვაციების სააგენტოს ორგანიზებით, თერმოფილური მიკროორგანიზმების ბიოტექნოლოგიაზე პირველი საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა

საქართველომ პირველ საერთაშორისო კონფერენციას ბიოტექნოლოგიების მიმართულებით უმასპინძლა. ღონისძიების ორგანიზატორები  არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული სამეცნიერო ფონდი და აშშ-ის ტენესის უნივერსიტეტი. 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics