მესტიაში, სოფელ ციცხვართან დიდი მოცულობის მიწა-კლდის მასა ჩამოიშალა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 66-ე კმ-ზე (სოფ.ციცხვარის მიმდებარე ტერიტორია) დიდი მოცულობის მიწი-კლდის მასა ჩამოიშალა, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.