აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, დაბა წყნეთში მცხოვრებ დევნილთათვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა.
გლდანის რაიონში ზაჰესის ხიდის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა.
ნაძალადევის რაიონში, გვაზაურის მეორე გასასვლელში ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N 5 პენიტენციურ დაწესებულებას ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის მსახიობები ესტუმრნენ და მსჯავრდებულებისთვის სპექტაკლი ტრაგი-კომედია „დარისპანის გასაჭირი“ ითამაშეს.
ზვავსაშიშროების გამო გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა აიკრძალა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და ჩინური კომპანიის „ჰუნანი“ სოფლის მეურნეობის ჯგუფის ორგანიზებით, რუსთავსა და მარნეულში ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიებზე ფერმერებს ორკვირიანი ტრენინგი ჩაუტარდათ.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიამ, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორ ზვიად ქაწაშვილთან ერთად, თბილისში ახალი სასაწყობე შენობა - ანგარი გახსნა.
შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიაში - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“, საკუთარი ინიციატივით, სკოლა-ლიცეუმი „პრომეთე“ და სკოლა-პანსიონი „IB მთიები” ჩაერთვნენ.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პიტერ სიიარტოს განცხადებით, უნგრეთი დიდ ყურადღებას უთმობს საქართველოსთან განათლების სფეროში თანამშრომლობას, რის ფარგლებშიც ყოველწლიურად ქართველი სტუდენტებისთვის ორმოცდაათამდე სტიპენდიას გამოყოფს უნგრეთში უმაღლესი განათლების მისაღებად.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან „ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებული მოვაჭრეები აქციას უკვე 4 დღეა მართავენ.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More