NDI-ის კვლევა: მოსახლეობის ნახევარი მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება
ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და მისი პარტნიორი ორგანიზაცია CRRC საქართველოს მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, ქვეყნის მიმართულებასთან დაკავშირებით მოსახლეობის აზრი გაყოფილია, თუმცა უმრავლესობა (72 პროცენტი) თანხმდება, რომ ქვეყანა ახლა საცხოვრებლად უკეთესი ადგილია, ვიდრე 15 წლის წინ. მოსახლეობა, ასევე, ოპტიმისტურად არის განწყობილი მომავლის მიმართ: 69 პროცენტი მიიჩნევს, რომ შემდეგი თაობა უკეთ იცხოვრებს.