HRIDC: ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო სხდომების დახურვა, ლეგიტიმურ მიზანს არ ემსახურება
დეკანოზ გიორგი მამალაძის დახურული სასამართლო პროცესი უნდა გაიხსნას, რადგან პროცესების მთლიანად დახურვა არ ემსახურება სისხლის სამართლის პროცესით გათვალისწინებულ სასამართლო სხდომების დახურვის ლეგიტიმურ მიზანს, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.