21:08 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
შსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1974 წელს დაბადებული ქ.მ. და 1974 წელს დაბადებული კ.ნ. თბილისში დააკავეს.

სასამართლომ ყაჩაღობაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყაჩაღობაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი 68 კანდიდატმა გამოთქვა

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა განაცხადების მიღება დასრულდა.

შსს-მ ნარკოდანაშაული გახსნა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, ესპანეთის მოქალაქე, 1976 წელს დაბადებული ც.გ.ლ. თბილისში დააკავეს.

13 600 დოლარის ოდენობის ყალბი 100-დოლარიანი კუპიურების გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
ყოფილი დეპუტატის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის ვასილ დავითაშვილის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

ფალიაშვილის ქუჩაზე ავტომობილი დაიწვა

თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე, ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა.

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა  დეპარტამენტის 252-მა წვევამდელმა სამხედრო ფიცი დადო.

 

ჩრდილოეთ კორეამ აშშ-ს მხრიდან აგრესიის შემთხვევაში ავიაიერიშების სავარაუდო სამიზნეები დაასახელა

ჩრდილოეთ კორეა ვაშინგტონის აგრესიის შემთხვევაში, ამერიკულ ბაზებზე, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში საპასუხოდ დარტყმებს განახორციელებს, - ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის გენერალურ შტაბში აცხადებენ. ინფორმაციას "რია-ნოვოსტი" ავრცელებს.

 

ადვოკატის ინფორმაციით, მაია რჩეულიშვილს მეუღლის დაკრძალვაზე მისვლის უფლებას მისცემენ

„ცენტრ-პოინტის“  ერთ-ერთ დამფუძნებელს მაია რჩეულიშვილს, მეუღლის გურამ რჩეულიშვილის დაკრძალვაზე მისვლის უფლებას მისცემენ.

 

სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე გიგა შენგელიას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დასრულდა

საქართველოს პროკურატურამ 2016 წლის 23 ოქტომბერს, თავდაცვის სამინისტროს სასწავლო ცენტრ „კრწანისის" ტერიტორიაზე  გიგა შენგელიას სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

 

სუს-ის კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში, 2016 წელს გამოძიება 17 საქმეზე დაიწყო

2016 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში, გამოძიება სისხლის სამართლის 17 საქმეზე დაიწყო, ბრალდებულის სახით კი პასუხისგებაში 21 პირია მიცემული, - ამის შესახებ სუს-ის 2016 წლის ანგარიშშია ნათქვამი.

2016 წელს რუსმა ოკუპანტებმა ცხინვალის მიმართულებით 134 ადამიანი, აფხაზეთის მიმართულებით კი 193 გაიტაცეს

2016 წელს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის რეგიონის მიმართულებით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 134 ადამიანი გაიტაცეს, რომელთაგან ამ დროისთვის ერთი კვლავ უკანონო პატიმრობაში იმყოფება, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშშია ნათქვამი. 

შსს-მ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიამ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები: 1 კილო და 100 გრამი ჰეროინი, 821 აბი „სუბუტექსი“, 2562 აბი კოდეინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება, 17 კილო და 636 გრამი კანაფი, 25 კილო და 600 გრამი მარიხუანა, 14 გრამი მეტადონი, 92 აბი და 22 ამპულა „მორფინი“, 3014 კაფსულა პრეგაბალინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება, 108 აბი „მდმა“, 1 კილო და 500 გრამი კოკაინი, ასევე, სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები ახალი ტექნოლოგიით, მაღალტემპერატურულ ღუმელში გაანადგურა.

სასამართლომ ელისო კილაძეს ეკა ბესელიას სასარგებლოდ 1500 ლარის გადახდა დააკისრა

საქალაქო სასამართლომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას სარჩელი, "ქრონიკა +"-ის რედაქტორის ელისო კილაძის მიერ მიყენებული მორალური ზიანის თაობაზე, ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

გურჯაანში გოგოს მოტაცების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

გურჯაანში გოგოს მოტაცების ფაქტზე სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics