01:13 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
მოსამართლის გადაწყვეტილებით, მამალაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს
გიორგი მამალაძის ადვოკატების 11 შუამდგომლობიდან არც ერთი დაკმაყოფილდა

მოსამართლემ ბრალდებულ მამა გიორგი მამალაძის ადვოკატების მიერ დღის განმავლობაში დაყენებული 11 შუამდგომლობიდან, არც ერთი დააკმაყოფილა. 

პროკურორი: სასამართლომ ჩვენი ყველა ძირითადი მტკიცებულება დასაშვებად სცნო

პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, მოსამართლემ ე.წ. ციანიდის საქმეზე წარდგენილი მათი ყველა ძირითადი მტკიცებულება დასაშვებად სცნო. 

ე.წ ციანიდის საქმის სასამართლო პროცესის დახურვასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს

დეკანოზ გიორგი მამალაძის სასამართლო პროცესის დახურვასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს.

პროკურორის განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეზე მუქარას საფუძვლად რელიგიური მოტივი ედო

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის ჯარჯი წიკლაურის ინფორმაციით,  ბრალდების მხარის ერთ-ერთი მოწმის მიმართ განხორციელებულ მუქარას საფუძვლად რელიგიური მოტივი ედო.

 

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის 9 თვის მონიტორინგის შედეგები სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს
ჯარჯი წიკლაური განმარტავს, თუ რატომ მოითხოვა პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმეზე სხდომის დახურვა

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორი ჯარჯი წიკლაური მამა გიორგი მამალაძის ადვოკატებს ბრალდების შუამდგომლობის  არასწორ ინტერპრეტირებაში ადანაშაულებს.

 

გიორგი ფანცულაია: სხდომის დახურვაზე სასამართლომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულის მამა გიორგი მამალაძის ადვოკატის გიორგი ფანცულაიას შეფასებით, წინასასამართლო სხდომის დახურვასთან დაკავშირებით, სასამართლომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.

 

მამალაძის მეგობარი: დაჭერამდე მამა გიორგიმ მითხრა, რომ ემუქრებოდნენ, რათა გაჩუმებულიყო

მამა გიორგი მამალაძის მხარდასაჭერად მეგობრები ბათუმიდანაც ჩამოვიდნენ.

 

ჰააგის სასამართლოს შესახებ იუსტიციის სამინისტროს საინფორმაციო კამპანია გრძელდება

იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე არასამთავრობო სექტორს შეხვდა.

 

დეკანოზ მამალაძის მეგობარი: სხდომის დახურვა ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს, რომ საზოგადოებას სიმართლე დაგვიმალონ

მამა გიორგი მამალაძის მეგობრები ე.წ ციანიდის საქმეზე წინასასამართლო სხდომის დახურვის გადაწყვეტილების გამო უკმაყოფილოები არიან.

 

საპატრიარქოს იურისტი დეკანოზ გიორგი მამალაძეს მოუწოდებს, თუ რამე ინფორმაცია გააჩნია, გაასაჯაროოს

საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა მამა გიორგი მამალაძეს და ყველას მოუწოდებს, მათ ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაცია გაასაჯაროონ.

 

ედიშერ ქარჩავა: გადაბრალება საპატრიარქოზე, რომ ეკლესიის ინტერესებში შედის სხდომის დახურვა, კატეგორიულად მიუღებელია

საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავა განცხადებით, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია სხდომის დახურვის ძირითად არგუმენტად საპატრიარქოს იმიჯის მოშველიება.

 

ე.წ. ციანიდის საქმეზე წინასასამართლო სხდომა სრულად დაიხურა

ე.წ. ციანიდის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა მოსამართლის გადაწყვეტილებით სრულად დაიხურა.

 

შსს-მ ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი სამი პირი: 1995 წელს დაბადებული ნ.მ. და 1991 წელს დაბადებული ო.თ. - განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 1994 წელს დაბადებული ბ.ჩ. - დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

გიორგი მამალაძე: აქ ჩემს პირად ცხოვრებას არ განვიხილავთ, ბრალდების შესახებ კი დასამალი არაფერი მაქვს

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული მამა გიორგი მამალაძე წინასასამართლო სხდომის დახურვას არ ეთანხმება და ამბობს, რომ საზოგადოებისთვის დასამალი არაფერი აქვს.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics