შსს: ნეიტრალური მოწმეების ჩვენებით დგინდება, რომ „ელ-ცენტროს“ ტერასაზე პირველად ხელი ლაშა თორდიამ მოიქნია
საქმეზე გამოკითხული ნეიტრალური მოწმეების ჩვენებით დგინდება, რომ „ელ ცენტროს“ ტერასაზე, სადაც საუბარი დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა, პირველად ხელი თორდიამ მოიქნია და მიხეილ ჩოხელს მოარტყა, - ამის შესახებ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.