ავსტრიის რესპუბლიკის იუსტიციის ფედერალური მინისტრი ვოლფგანგ ბრანდშტეტერი გამოცემა „Circle Diplomatique“-ს ქართულ-ავსტრიულ ურთიერთობებზე ესაუბრა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე საქართველოს მოქალაქე ბახდიარ ისმაილოვი დააკავა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგდა პაპიძის პროცესზე მომხდარ დაპირისპირებაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
სსიპ - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი გიორგი ბუთხუზი 18 ივნისს გადაცემა „ბიზნესკურიერში“ ცენტრის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ეხმაურება, მას ცენტრის ადმინისტრაციისა და თითოეული თანამშრომლის წინააღმდეგ მიმართულ შეგნებულ ცილისწამებად აფასებს და სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.
ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, შეიარაღებულმა პირებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში მცხოვრები ვიტალი ჯოჯიშვილი დააკავეს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გივი თარგამაძე კრიმინალურ პოლიციაში დაკითხვაზე დაიბარეს.
22 წლის სალომე აქირთავას მდგომარეობა, რომელსაც გუშინ ანაკლიის პოლიციის უფროსი დაეჯახა, სტაბილურად მძიმეა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ოქროსა და ბრილიანტის ნაწარმის საზღვარზე უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე ორი პირი დააკავა.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More