გვარამია: საქმე მკაფიოდ პოლიტიზირებულია და არავითარი სურვილი საკუთრების უფლების აღდგენაზე არ გააჩნია
„საქმე არის მკაფიოდ პოლიტიზირებული და არავითარი სურვილი საკუთრების და დარღვეული უფლების აღდგენასთან არა აქვს“,-ამის შესახებ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სპეციალურ ბრიფინგზე ტელეკომპანიის ქონების სრულად დაყადაღებასთან დაკავშირებით განაცხადა.