საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრ ბინალი ილდირიმის შეხვედრის მთავარი თემები სახმელეთო, სარკინიგზო და საჰაერო ტრანსპორტის განვითარება და საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობა იყო.
ოკუპირებული აფხაზეთი მიმდინარე წლის 1-ლი აპრილიდან სავიზო რეჟიმზე გადადის.
ბრიუსელის შემდეგ ქართული დელეგაცია საქართველოს თავდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით შეხვედრებს მიუნხენში გააგრძელებს.
ესტონეთში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრები გამართა ესტონეთის პარლამენტში. პარლამენტის პრეზიდენტთან ეიკი ნესტორთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე.
''ჩვენი ფოკუსი და მთავარი აქცენტი იყო იმაზე, თუ როგორ გავზარდოთ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა, ინსტრუმენტები, საშუალებები და პრაქტიკული ღონისძიებები, რომ უფრო მეტად იყოს დაცული ჩვენი ქვეყანა დღეს და ხვალ''
საქართველოს პრემიერ-მინისტრი 12 თებერვალს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვევა. გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიუნხენის 52-ე უსაფრთხოების კონფერენციაში მიირებს, სადაც მსოფლიო ლიდერები უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტებს განსაზღვრავენ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში უცხოელ კოლეგებთან შეხვედრებს მართავს.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More