10:35 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
კახიანი: კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ „ნაცმოძრაობის“ ფრაქციის რეგისტრაციის საფუძველი ლეგიტიმურია

საპროცედური საკითხთა კომიტეტმა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის"  რეგისტრაციას მხარი დაუჭირა. 

 

კობახიძე: თავიდან ბოლომდე პასუხისმგებელი ვიქნები კონსტიტუციის და სხვა არაფრის წინაშე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მანანა კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლის მოსამართლედ მისი  არჩევის შემთხვევაში, ნებისმიერ საქმეში ყველა გადაწყვეტილება მიიღება მოსარჩელის, მოპასუხის არგუმენტების მოსმენით, მტკიცებულებების შესწავლით, სპეციალისტების, ექსპერტების მოსაზრების მოსმენით და შინაგანი რწმენით.

 

კობახიძე: თუ დამარწმუნებენ, რომ ჩემს მიერ მხარდაჭერილი კანონი კონსტიტუციას არღვევს, მოვაწერ ხელს მის არაკონსტიტუციურობას

 საკონსტუტუციო სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატის მანანა კობახიძის განცხადებით, თუ მოსარჩელე დაარწმუნებს იმაში, რომ  კანონი, რომელსაც  თავის დროზე მხარი დაუჭირა,  არღვევს კონსტიტუციის ამა თუ იმ მუხლს, პირველი მოაწერს ხელს ასეთი კანონის არაკონსტიტუციურობას.

 

ვიქტორ დოლიძე საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
„ნაციონალური მოძრაობიდან“ გასული პირები პარტიის წევრები ოფიციალურად აღარ არიან

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღეს პირველად მიიღო ნიკა მელიას ხელმოწერით ოფიციალური დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც „ნაციონალური მოძრაობიდან“ გასული პირები ამ პარტიის წევრები ოფიციალურად აღარ არიან.

 

ქუცნაშვილი: კონსტიტუციაში უნდა გავაჩინოთ ჩანაწერი, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს ექნება განსაკუთრებული სტატუსი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია კონსტიტუციაში გაჩნდეს ჩანაწერი, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს ექნება განსაკუთრებული სტატუსი საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში.

 

მანანა კობახიძის მოსამართლედ დანიშვნის შემთხვევაში, პარლამენტში მის ადგილს ანრი ოხანაშვილი დაიკავებს

მანანა კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშნვის შემთხვევაში მის ადგილს პარლამენტში, საკანონმდებლო აპარატის  უფროსი ანრი ოხანაშვილი დაიკავებს.

მამუკა მდინარაძე: მანანა კობახიძემ მიუკერძოებლობა, ობიექტურობა უნდა უზრუნველყოს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის  მამუკა მდინარაძის შეფასებით, მანანა კობახიძემ უნდა უზრუნველყოს მაქსიმალური მიუკერძოებლობა, ობიექტურობა, რათა მისი მოსამართლეობა მუდმივი პოლიტიკური სპეკულირების საგანი არ გახდეს.

 

მდინარაძე: საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ მანანა კობახიძის კანდიდატურაზე გადაწყვეტილება მიღებულია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე მანანა კობახიძის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.

 

„ნაცმოძრაობა“: გიორგი ცერცვაძესთან დაკავშირებით ხელისუფლების ქმედება სახელმწიფო ინტერესების ღალატია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ გიორგი ცერცვაძესთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების ქმედება სახელმწიფო ინტერესების ღალატი და აბუჩად აგდებაა, - აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა აკაკი მინაშვილმა და ხატია დეკანოიძემ ისაუბრეს.

 

ვოლსკი: საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე კობახიძის გარდა სხვა კანდიდატურებიც განიხილება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე  მანანა კობახიძის გარდა სხვა კანდიდატურებიც განიხილებიან.

 

მარშანია: მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამრთლის თანამდებობაზე მხარს დავუჭერთ

"პატრიოტთა ალიანსი" საკონსტიტუციო სასამრთლოს მოსამრთლის თანამდებობაზე მანანა კობახიძეს, მისი კანდიდატურის წარდგენის შემთხვევაში, მხარს დაუჭერს. 

საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციები „გაზპრომის“ საკითხზე მმართველ გუნდს დებატებში იწვევენ

საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციები „გაზპრომის“ საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობას დებატებში იწვევევენ. 

ადა მარშანიას ინფორმაციით, ორპალატიან პარლამენტზე გადასვლის იდეა გაჩნდა

პატრიოტთა ალიანსის წევრის ადა მარშანიას განცხადებით, პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის და უბრალოდ ამ საკითხზე გაუგებრობა მოხდა.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ვანო მერაბიშვილს დღეს საპატიმროში შეხვდება

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დღეს საპატიმროში ვანო მერაბიშვილს შეხვდება, - ამის შესახებ პარტიის წევრმა აკაკი მინაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პარლამენტში საკონსტიტუციო კომისიის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს

საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებებისთვის შექმნილმა საკონსტიტუციო კომისიამ მუშოაბა განაახლა.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics