17:51 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
გია ხუხაშვილი მოსამართლეების საქმეზე: ვინც არ უნდა იდგეს ამის უკან, პრინციპის საქმეა - უნდა დაისაჯოს

ექსპერტის პოლიტიკის საკითხებში, გია ხუხაშვილის შეფასებით, „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით, მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტი უმძიმესია და ამით ინსტიტუციური სტაბილურობა ეჭვქვეშ დგება.

 

ბარამიძე პროკურატურის განცხადებაზე: დევნილი ადამიანი თურმე მოსამართლეებს ატერორებს - ეს აბსურდია

 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის გია ბარამიძის შეფასებით, პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით, აბსურდული და ლოგიკას მოკლებულია.

 

გიორგი მარგველაშვილი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს შეხვდა
პრემიერი ავსტრიის ევროპის, ინტეგრაციის და საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს შეხვდა
რუსმა რესტავრატორებმა ბედიის ტაძარში ქართული ფრესკები გაანადგურეს - (ფოტო/ვიდეო)

ოკუპირებულ აფხაზეთში ბაგრატ მე-III უძველესი ფრესკა ბედიის ტაძარში განადგურებულია, - როგორც "ექსპრესნიუსს" აცნობეს, ბედიის ტაძარში კედლები სულ შეილესა და უნიკალური ფრესკები ჩამოიფხიკა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ვეტოს დადებამდე კობახიძისა და წულუკიანისთვის გაგზავნილი წერილები გაასაჯაროვა

პოლიტიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველის ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე ვეტოს დადებამდე, წინასწარი კონსულტაციების დაწყების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა იუსტიციის მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის სახელზე.

 

ხატიაშვილი: სახეზეა შუშის სასახლის ფეოდალის ისტერია, ხელში ჩაიგდოს დამოუკიდებელი მედია

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი "რუსთავი 2"-ის საქმის მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებით არსებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს მისთვის სიურპრიზი არ ყოფილა.

 

ჩუგოშვილი: უფრო მოგვიწევს ვეტო გადავლახოთ, ვიდრე წარმოდგენილი შენიშვნები გავიზიაროთ

„ალბათ, უფრო მოგვიწევს, ვეტო გადავლახოთ, ვიდრე წარმოდგენილი შენიშვნები გავიზიაროთ“,-ამის შესახებ პარლამენტის ვიცე სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა  განაცხადა.

 

რომან გოცირიძე: პარლამენტში ვეტოს დაძლევის პროცედურა უნდა გართულდეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის ვეტოს მართებულად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ ვეტოს დაძლევის პროცედურა უნდა გართულდეს.

 

გოცირიძე: საზოგადოებრივი მაუწყებლის „ჯიდიესიზაციის” მცდელობაა

"საზოგადოებრივ მაუწყებელში ყოველთვის იყო, არაჯანსაღი ვითარება, ახლა არის „ჯიდიესიზაციის“ მცდელობა", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებიტ განუცხადა, რომლის თანახმადაც საზოგადოებრივ მაუწყებელში გარკვეული პოლიტიკური გადაცემების დახურვა და კადრების შემცირება იგეგმება.

 

სებასტიან კურცი: საქართველო ძალიან კარგ ხაზზე დგას, სწორ გზას მიუყვება

„საქართველო ძალიან კარგ ხაზზე დგას, სწორ გზას მიუყვება და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები უფრო და უფრო ძლიერდება“,-ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სებასტიან კურცმა საგარეო საქმეთა სამინისტროში   გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

მიხეილ ჯანელიძე სებასტიან კურცს შეხვდა
ტუღუში: პრეზიდენტის შენიშვნების უდიდეს ნაწილს სრულად ვიზიარებთ

„ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი ტუღუშის განცხადებით, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების  უდიდეს ნაწილს  სრულად იზიარებენ.

 

დოლიძე: ჩვენ მაინც შევეცდებით, ევროინტეგრაციის პარალელურად, რუსეთთან კეთილმეზობლურ დამოკიდებულებაში ვიყოთ

„რუსეთი მაინც დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც ძალიან შორს არის ცივილური სამყაროსგან, თუმცა  შევეცდებით, ინტეგრაციის პარალელურად კეთილმეზობლურ დამოკიდებულებაში ვიყოთ“, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

ინაშვილი: ჩვენი სულისკვეთება უფრო ახლოა პრეზიდენტის შენიშვნებთან, ვიდრე - უმრავლესობის პროექტთან

ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" წევრის ირმა ინაშვილის განცხადებით, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს გაეცნო.

 

დოლიძე აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყების განცხადებაზე: ამას პუტინის ოკუპანტური რეჟიმი აცხადებს

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრქუტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც საქართველო ვიზების ლიბერალიზაციას სატყუარად იყენებს.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics