19:11 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-09 10:27:28, 573 ნახვა

საზოგადოება
ბაბუშერას ტრაგედიის ორი მებრძოლის ნეშტი იმერეთის რეგიონში დაკრძალეს

ბაბუშერას სამარხის გახსნის შემდეგ იდენტიფიცირებულთა ორი ნეშტი სამების საკათედრო ტაძრიდან იმერეთის რეგიონში გადაასვენეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ემზარ თუთისანის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ბაგრატის ტაძარში ქუთაისის–გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე კალისტრატემ აღავლინა. ღვთისმსახურებას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე, იმერეთის რეგიონის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. 

მოგვიანებით ემზარ თუთისანის ნეშტი ქუთაისის სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაულის სამხედრო მოსამსახურეებმა დაღუპულის  ხსოვნას საგანგებო ზალპით მიაგეს პატივი. 

ბაბუშერას სამარხის გახსნის შედეგად იდენტიფიცირებული ამირან გეგეშიძის ნეშტი კი სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაგანში სამხედრო პატივით დაკრძალეს. სამგლოვიარო ცერემონიალზე იმყოფებოდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალების დასავლეთ სარდალი, პოლკოვნიკი მიხეილ სადუნიშვილი და სარდლობის შტაბის წარმომადგენლები.

სამხედრო პატივით დაკრძალვამდე, ბაბუშერას სამარხის გახსნის შედეგად იდენტიფიცირებული 12 ნეშტის სულის მოსახსენიებელი სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა. აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა ოჯახის წევრებს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და საქართველოს  შეიარაღებული  ძალების  გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ, ასევე მთავრობისა და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიუსამძიმრეს. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics