19:11 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-08 18:17:20, 636 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის მინისტრმა აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროების ბავშვებს „ჯინო ფერედაისში“ უმასპინძლა

აგვისტოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილები აკვაპარკ „ჯინო ფერედაისში“ იმყოფებოდნენ.

პატარებს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და აკვაპარკის გენერალურმა დირექტორმა რამაზ მიქაძემ უმასპინძლეს. თავდაცვის მინისტრი ბავშვებს მათი მამების ღვაწლზე ესაუბრა და მხარდაჭერა აღუთქვა.

ბავშვებთან ერთად აკვაპარკში ომში დაღუპული გმირების თანამებრძოლებიც იყვნენ. პატარები სამხედროებთან და ანიმატორებთან ერთად დახურულ და ღია ტალღოვან აუზებში გაერთნენ, მოგვიანებით კი „ტოპოგანსა“ და „ველურ მდინარეზე“ იცურავეს.

აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ბავშვებისთვის ღონისძიება თავდაცვის სამინისტროსა და „ჯინო ფერედაისის“ ერთობლივი ინიციატივით გაიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics