11:07 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-27 16:35:00, 1484 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: ჩვენს ოპონენტებს ვურჩევ დარჩნენ შინ და ხელისუფლება ეფექტურად იმუშავებს გამოწვევების დასაძლევად

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ჟურნალისტის კითხვას უპასუხა და გამოეხმაურა ოპონენტების მიერ გაკეთებულ განცხადებას  საქართველოს ხელისუფლების მიერ თანხის არარაციონალურ ხარჯავასთან დაკავშირებით.

 „სამწუხაროდ არ მქონია იმის მოლოდინი, რომ ჩვენი ოპონენტები თავს დაანებებდნენ მავნებლურ პოლიტიკას და ის რევანშის წყურვილი გაუნელდებოდათ.

ჩვენს ოპონენტებს ვურჩევ დარჩნენ შინ და ხელისუფლება ეფექტურად იმუშავებს რომ ეს გამოწვევა იქნას დაძლეული.

ხარჯების შემცირება გაკეთებული იყო ჯერ კიდევ 2020 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას. ასევე, ჩვენ რამდენიმე დღის წინ განვაცხადეთ, რომ აჭარის მთავრობის აპარატის და სამინისტროების ხარჯები განახევრდება და მილიონ ლარზე მეტი დაზოგილი თანხა მოხმარდება ამ გამოწვევების შერბილებას. ხელისუფლება ეფექტურად მართავს პროცესს და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ გადარჩეს მოქალაქეების ჯანმრთელობა და ეკონომიკა", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცი ახალგორის მკვიდრი აღმოჩნდა
ევროკავშირმა ყირგიზეთის წინააღმდეგ სანქციები პირველად დააწესა რუსეთის დახმარების გამო
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics