|
2020-03-27 14:26:51, 3149 ნახვა
ეკონომიკა
საგადასახადო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა, ისტორიულად ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დააფიქსირა
2019 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 896.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 5.1%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2019 წელს ისტორიულად ყველაზე დაბალია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, 2019 წლის მეოთხე კვარტალში მიმინარე ანგარიშის დეფიციტმა 538.9 მლნ აშშ დოლარი (1.6 მლრდ ლარი) შეადგინა. მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობის ანგარიშსა და შემოსავლების ანგარიშს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს - დადებითი. აღსანიშნავია ისიც, რომ 2019 წლის მეოთხე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდო წლიურად 23.8 პროცენტით გაიზარდა, ხოლო მშპ-სთან ფარდობა - 9.5 პროცენტიდან 11.1 პროცენტამდე. სებში განაცხადეს, რომ მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო წლიურად 0.5 პროცენტით შემცირდა და 1.1 მლრდ აშშ დოლარი (3.3 მლრდ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, საქონლის ექსპორტი წლიურად 17.0 პროცენტით, ხოლო იმპორტი 8.5 პროცენტით გაიზარდა. ასევე, მომსახურბით ვაჭრობის დადბითი ბალანსი (ძირითადად მოგზაურთა მომსახურების შემოსავლების გამო), დიდწილად ფარავდა საქონლით ვაჭრობის უარყოფით სალდოს. აღნიშნულ პერიოდში, მომსახურების ექსპორტი, წლიურად 8.0 პროცენტით, ხოლო იმპორტი 11.4 პროცენტით გაიზარდა. მომსახურებით ვაჭრობის მნიშვნელოვან დადებით ბალანსს მოგზაურთა მომსახურება განაპირობებს, რომლის ექსპორტი წლიურად 5.4 პროცენტით გაიზარდა და 685.8 მლნ აშშ დოლარს (2.0 მლრდ ლარი) გაუტოლდა. როგორც ბანკში განმარტავენ, მიმდინარე ანგარიშის მეორე დადბითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 1.1 პროცენტით გაიზარდა და 2019 წლის მეოთხე კვარტალში 404.3 მლნ აშშ დოლარს (1.2 მლრდ ლარი) გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 7.7 პროცენტით გაიზარდა, ხოლო სამთავრობო სექტორის 26.5 მლნ აშშ დოლარიდან 0.5 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა. საყურადღებოა ისიც, რომ წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, მეოთხე კვარტალში 225.7 მლნ აშშ დოლარი (664.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 4.6 პროცენტია.
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)