12:33 - 22 Jul, 2026
|
2020-03-27 11:24:24, 1170 ნახვა
ომი უკრაინაში
ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში, კორონავირუსის ინფექციით მოთავსებული 2 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ექიმ ინფექციონისტის, მეგი კობახიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 2 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. ექიმის თქმით, კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში მკურნალობის კურსს 16 პაციენტი გადის, საიდანაც ხუთი კორონავირუსით ინფიცირებულია. „ამ ეტაპზე, ჩვენი კლინიკის ბოქსირებულ დეპარტამენტში მკურნალობას გადის 16 პაციენტი. აქედან ხუთი არის დადასტურებული შემთხვევა. ამ ხუთიდან სამ პაციენტთან არის პნევმონია და მათი მდგომარეობა საყურადღებოა. გუშინ დაგვემატა ერთი ბავშვი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, მიმდინარეობს შესაბამისი მკურნალობა და დიაგნოსტიკური კვლევები დინამიკაში“, - განაცხადა მეგი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)