|
2020-03-27 10:38:59, 1408 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაია - ახალი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომაროება არ არის მძიმე
„ახალი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომაროება არ არის მძიმე“, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, ამ ახალი პაციენტების ინფიცირების წყარო ცნობილია. „დღეს დილას არის 81 დადასტურებული შემთხვევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გუშინდელის მერე 4 ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ამ ოთხიდან ერთი არის განთავსებული ჩვენს ცენტრში, დანარჩენები კი სხვა ცენტრში. გამოჯანმრთელებული პირებიდან ჩვენს ცენტრს დაემატა ორი. იყო 10 გამოჯანმრტელებული, გახდა 12, ერთმა უკვე დატოვა ჩვენი ცენტრი. ანუ ბინაზე გაწერილია 11, ერთის მდგომარეობა უნდა შეფასდეს, ვირუსმა განიცადა ელიმინიაცია, მაგრამ აუცილებელია პაციენტის სხვა კლინიკური მდგომაროება შეფასედეს. ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი არის საჩხერეში. ანუ ჯამში 13 გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს. ჩვენი პაციენტის ისტორია არ ცდება იმ წყაროს, რომელიც ჩვენთან აქამდე იყო დაფიქსირებული. ახალი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომაროება არ არის მძიმე, საშუალო სიმძიმისაა", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)