|
2020-03-26 14:16:29, 2007 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი მკაცრ საკარანტინო ზონაში პრევენციულ მოქმედებებს ახორციელებს
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ბატალიონი მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების მკაცრ საკარანტინო ზონაში თავდაცვის ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მხარდასაჭერად აქტიურად არის ჩართული საპრევენციო ღონისძიებებში. სამხედრო პოლიციელები მარნეულის საავიაციო ბაზას, მიმდებარე ტერიტორიასა და საკონტროლო გამშვებ პუნქტებს რეგულარულად აკონტროლებენ. ისინი საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე მოქალაქეების გადაადგილებას მკაცრად ამოწმებენ. მონიტორინგის პროცესში გამოიყენება უახლესი ტექნიკური საშუალებები, მათ შორის, ხორციელდება ტერიტორიის „დრონით“ შესწავლა. სისტემატურად მოწმდება ბაზის ტერიტორიაზე არსებული სამხედრო ქალაქის მცხოვრებ სამხედრო და სამოქალაქო პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა, მკაცრად კონტროლდება მათი ტერიტორიაზე გადაადგილება. სამხედრო პოლიციის საქმიანობის დეტალური ანგარიშის განხილვა მარნეულის საავიაციო ბაზაზე თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის მიერ მოწყობილ შტაბში ყოველდღიურად ხდება. მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბოლნისისა და მარნეულის მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის ძალები კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში 23 მარტიდან ჩაერთო. თავდაცვის ძალები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და უსაფრთხოების სამსახურთან სრულ კოორდინაციაში საკარანტინო შეზღუდვებს საგანგებო რეჟიმში აკონტროლებენ.
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ხოშტარია - არ არსებობს მდგომარეობა, როდესაც რომელიმე „ქოცი“, ბიძინა ივანიშვილით დაწყებული პატარა ზარქუათი დამთავრებული მსხვერპლის როლში დამინახავს
„გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში მომხდარი ჩხუბის გამოძიებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)