12:23 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-25 12:00:18, 1417 ნახვა

რეგიონი
შიდა ქართლში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის ორგანიზებით ქალაქის ცენტრალური ქუჩების, სკვერების და ურნების სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. ასევე, მოირეცხა ცენტრალური ქუჩები. ხალხმრავალი ადგილები და ღია სივრცეები სპეციალური ხსნარით დამუშავდა.

კეთილმოწყობის ხელმძღვანელის თქმით, დეზინფიცირება მომდევნო დღეებშიც განხორციელდება.

პროცესს შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი და გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი დაესწრნენ. "ჩვენს რეგიონში პროფილაქტიკური სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება. ვითვალისწინებთ ყველა რეკომენდაციას, რათა ჩვენი მოსახლეობა დაცული იყოს. ასევე, მოვუწოდებ თითოეულ მოქალაქეს, დაიცვან უსაფრთხოების ყველა წესი", - აღნიშნა რწმუნებულმა.

ამასთანავე, კორონავირუსთან დაკავშირებით დეზინფიცირება უკვე ჩაუტარდა საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებს.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით. საკოორდინაციო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი უწევენ.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პენცენტრი: ხელისუფლება განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება ქართველ პოეტს, ზვიად რატიანს
პოეტი ზვიად რატიანი სასჯელს მკაცრი რეჟიმის პირობებში მოიხდის
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
თურქეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომა შეზღუდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics