|
2020-03-23 18:14:27, 1680 ნახვა
კომენტარი
„m2"-ის დირექტორი - არსებულ ვითარებაში ბიზნესიც და მთავრობაც ერთად უნდა დავდგეთ
„არსებულ ვითარებაში ბიზნესიც და მთავრობაც ერთად უნდა დავდგეთ. ერთად დგომით და სოლიდარობით დავძლევთ ამ ვირუსს, სიტუაციას, რომელიც შეიქმნა ქვეყანაში. აღსანიშნავია, რომ, სხვადასხვა ევროპული ქვეყნის ფონზე, საქართველოს მთავრობა ძალიან კარგად უმკლავდება არსებულ ვითარებას, რაც მისასალმებელია და ამის გამო ჩვენ მადლობა გადავუხადეთ მთავრობას“,- ამის შესახებ „m2"-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ პრემიერ-მინისტრსა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შორის, დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბიზნესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, შეხვედრაზე ითქვა, რომ მთავრობა მუშაობს დონორ საფინანსო ორგანიზაციებთან, რათა მოიზიდოს საკმაოდ მსხვილი დაფინანსების პაკეტი, ძალიან მალე, რაც საქართველოს ეკონომიკას მნიშვნელოვნად დაეხმარება. აგრეთვე, ირაკლი ბურდილაძის განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტები, შესაბამისი წესების დაცვით, ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. „ძალიან კარგი და საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა იყო. პრემიერ-მინისტრმა გაგვაცნო არსებული ვითარება და ის ღონისძიებები, რომელსაც მთავრობა გეგმავს. ძალიან ბევრი კარგი ინფორმაცია მივიღეთ იმ კუთხით, რომ, მაგალითად, მთავრობა მუშაობს დონორ ორგანიზაციებთან საფინანსო ორგანიზაციებთან, რათა მოიზიდოს საკმაოდ მსხვილი დაფინანსების პაკეტი, ძალიან მალე, რაც საქართველოს ეკონომიკას სერიოზულად წაადგება. როგორც მთავრობის მეთაურისგან მივიღეთ ინფორმაცია, აქცენტები გაკეთდება ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელებაზე, რადგან ინფრასტრუქტურული პროექტები არის შიდა მოთხოვნის წარმოშობის წყარო. თითოეულმა კომპანიამ წარმოადგინა თავისი ხედვა არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, სამოქმედო გეგმები და მთავარი აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე, იყო იდეების გაცვლა", - განაცხადა ირაკლი ბურდილაძემ. მისივე თქმით, კომპანია „m2" სამუშაო პროცესში სრულად ითვალისწინებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს. „ჩვენ კომპანიას გაწერილი აქვს სამოქმედო გეგმა წლის ბოლომდე, არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, რომელსაც მივყვებით. მშენებლობებს არ ვაჩერებთ, სამშენებლო პროცესი ჩვენს ყველა ობიექტზე მიმდინარეობს, ოღონდ ახალი წესებით - თანამშრომლებს ვამოწმებთ დისტანციური თერმომეტრებით, ვურიგებთ მათ პირბადეებს და ვიცავთ იმ ზომებს, რომლებიც რეკომენდებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ. ვიმსჯელეთ, ზოგადად, არსებულ ვითარებაზე და იმაზე, თუ როგორ უნდა დავიცვათ თანამშრომლების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა", - აღნიშნა „m2"-ის გენერალურმა დირექტორმა.
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)