2020-03-23 12:18:58, 1232 ნახვა
საზოგადოება
23-24 მარტს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23-24 მარტს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +19, +24, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +13, +18 გრადუსი დაფიქსირდება.
მათივე ინფორმაციით, 25-26 მარტს საქართველოს ცალკეულ რაიონში შედარებით სითბოს ფონზე შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 23-24 მარტს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 25-26 მარტს კი შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +16, +18 გრადუსი იქნება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,