|
2020-03-23 02:30:20, 4273 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გახარია- სირცხვილია, როდესაც პოლიტიკოსი სწრაფი ტესტების თემით მანიპულირებს და ცდილობს მოგების მიღებას
"სირცხვილია, როდესაც ზოგიერთი პოლიტიკოსი სწრაფი ტესტების თემით მანიპულირებს და ამით ცდილობს დამატებითი მოგების მიღებას, - ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „სწრაფი ტესტები ეს არ არის პანაცეა, ეს არის უბრალოდ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს სწრაფ ტესტებს შემდგომ განვითარების რა ეტაპები უნდა მოჰყვეს და რა არის საერთოდ აღებული სტრატეგია ქვეყნის, რათა გაუმკლავდეს მსგავს გამოწვევას. სირცხვილია, როდესაც ასეთ მდგომარეობაში ზოგი ადამიანი ცდილობს დამატებითი მოგების მიღებას. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს იქნება ფინანსური მოგება თუ დამატებითი პოლიტიკური დივიდენდები, როდესაც ადამიანებს ასე უჭირთ ყოველდღიურად. ჩვენ ვშრომობთ და ვმუშაობთ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ როგორმე მინიმალური დანაკარგებით ჯანმრთელობისთვის და ეკონომიკისთვის გავუძლოთ და ვუპასუხოთ ამ გამოწვევას“, - აღნიშნა პრემიერმა. ამასთან გახარიას თქმით, როდესაც მივდივართ მასობრივი თავშეყრის ადგილებზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გმირები, ან თამამები ვართ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ პატივს არ ვცემთ ჩვენ გვერდით მყოფ ადამიანებს. „ჩვენ, უკვე, რამდენიმე დღეა, დაახლოებით ერთი კვირაა, ვამბობთ და ვცდილობთ, გავაფრთხილოთ ჩვენი თითოეული მოქალაქე, რომ როდესაც ვსაუბრობთ შიდა გადაცემაზე, ვსაუბრობთ სახელმწიფოს იმ შეზღუდულ რესურსზე, უბრალოდ სწრაფად გამოავლინოს ინფიცირების წყარო, აქ უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების თვითშეგნება, სამოქალაქო პასუხისმგებლობა და როდესაც მივდივართ გარკვეული მასობრივი თავშეყრის ადგილებზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყველაზე გმირები, ან თამამები ვართ. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უბრალოდ პატივს არ ვცემთ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ გვერდით არიან, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ პატივს არ ვცემთ ჩვენს მშობლებსა და ოჯახის წევრებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)