19:38 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-22 20:16:19, 4309 ნახვა

პოლიტიკა
სოზარ სუბარი - ყოველდღიურად ვუყურებთ სად რა ვითარებაა და იმის მიხედვით ვიღებთ გადაწყვეტილებებს

ყოველდღიურად ვუყურებთ სად რა ვითარებაა და იმის მიხედვით ვიღებთ გადაწყვეტილებებს, -  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სოციალური დისტანციის დაცვას ეხებოდა.
 
სოზარ სუბარის თქმით, დღეს ბევრი ინფორმაცია მიიღო რეგიონებიდან და მთავრობამ კონკრეტული გადაწყვეტილებებიც მიიღო.
„მაგალითად, დღეს რეგიონებიდან იყო ძალიან ბევრი ინფორმაცია მოსული. ის საკოლმეურნეო ბაზრები, როგორც ადრე ერქვა, თუ ღია სასურსათო ბაზრები, რომლებიც დარჩა, პრაქტიკულად, ყველგან იყო ეს დისტანციები დაცული, თუმცა  იყო რამდენიმე ისეთი ბაზარი, სადაც განსაკუთრებული ხალხმრავლობაა და დღეს უკვე მიღებულია ზომები, რომ ხვალიდან, ზეგიდან ასეთი ბაზრები ზოგი დავკეტოთ, ზოგთან ეს დისტანციები იყოს დაცული", -  განაცხადა სოზარ სუბარმა.
 
პრემიერის მრჩეველმა ასევე ისაუბრა ეკლესიებთან დაკავშირებით.
 
„ეკლესიებს რაც შეეხება, დღეს ასევე იყო ძალიან ბევრი ინფორმაცია ეთერშიც, გუბერნატორები, მერები მირეკავდნენ, რომ უმეტეს ადგილას ეს დისტანციები იყო დაცული, ზოგ ადგილას გარეთ ტარდებოდა, ხალხი გარეთ იდგა.
ზოგიერთ შემთხვევაში არის დისტანცია დარღვეული და ასეთ შემთხვევებში ჩვენ ვმუშაობთ, რომ იქაც, ეს სოციალური დისტანცია იყოს დაცული მაქსიმალურად, მიდგომა ყველგან არის ერთი და იგივე. სოციალური დისტანცია უნდა იყოს დაცული. დავიცვათ კანონის მოთხოვნა და მოწოდება, რომელიც მოდის ხელისუფლებისგან", -  განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics