22:33 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-22 20:15:02, 1429 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - მინდა სასტუმროებს გვერდში დგომის თხოვნით მივმართო, რადგან საკარანტინე სივრცეების რაოდენობა უნდა გავაორმაგოთ

დღეიდან პრაქტიკულად უკვე გადავდივართ კარანტინის გაძლიერებულ რეჟიმზე, რაც საქართველოში შემოსული ყველა მოქალაქის საკარანტინო ზონაში მოხვედრას გულისხმობს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს ეკონომიკური გუნდის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, თუ აქამდე კარანტინში ხვდებოდნენ ის მოქალაქეები, ვინც მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოდიოდა, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ კარანტინს გაივლის ყველა მოქალაქე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოვა.
ნათია თურნავას თქმით, კორონავირუსთან ბრძოლის მთავრობის სტრატეგია ეფუძნება ძლიერ პრევენციას და ამით ვართ წარმატებული. თუმცა, მისივე თქმით, ეს ზომები კიდევ უფრო გამკაცრდება და  საკარანტინე ზონების რაოდენობა პრაქტიკულად გაორმაგდება.
„დღეს ჩვენ სამი ათას ადამიანამდე გვყავს ერთდროულად მოთავსებული სხვადასხვა სასტუმროში, ვისზეც სახელმწიფო ზრუნავს. თუმცა, ხვალიდან  საკარანტინე სივრცეების საჭიროება გაიზრდება. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა სასტუმროს ჩვენთან თანამშრომლობისთვის. მაგრამ ვინაიდან სასტუმროების საჭიროება რადიკალურად იზრდება, არ გამოვრიცხავთ, რომ საგანგებო ზომებს მივმართოთ. ამიტომ წინასწარ მინდა ვთხოვო სასტუმროებს, გაგებით მოეკიდონ ამას. იგულისხმება სივრცეების დათმობა გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, მაგრამ ამისთვის მრავალკვირიან მოლაპარაკებებში დროს ვერ დავკარგავთ.  ყველა გაგებით უნდა მოეკიდოს, რომ ჩვენთვის დღეს მთავარი და საგანგებო პრიორიტეტი მოსახლეობის ინტერესებისა და ჯანმრთელობის დაცვაა. კარგად უზრუნველყოფილი კარანტინი კი თითოეული ჩვენგანის დაცვას ნიშნავს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics