|
2020-03-21 18:07:51, 1312 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: საგანგებო მდგომარეობა სურსათის შეძენას აბსოლუტურად არ ზღუდავს
„ჩვენს ქვეყანაში კომენდანტის საათი არ შემოდის, არავის გადაადგილება არ იზღუდება. საცალო ქსელები გააგრძელებენ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში, ასე რომ, სურსათის შეძენა აბსოლუტურად არ იზღუდება“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მარაგების კუთხით ქვეყანა სრულად უზრუნველყოფილია. „ის რაც დღეს ხდება სასურსათო მაღაზიებში ყოვლად მიუღებელია, ეს პრობლემას უქმნის თვითონ სუპერმარკეტის წარმომადგენლებს. დახლზე შეიძლება რამდენიმე პროდუქტი გარკვეული საათების განმავლობაში უბრალოდ არ იყოს, რასაც საფუძველი არა აქვს, რადგან მოწოდების და მარაგების კუთხით სრულად უზრუნველყოფილი ვართ. ეს შექმნის პრობლემებს უშუალოდ მოსახლეობისთვის, ასეთი ხალხმრავლობის პირობებში ჩვენ ვზრდით ეპიდემიოლოგიურად რისკებს. უბრალოდ მოგიწოდებთ, რომ სოლიდარულები ვიყოთ და მშვიდ რეჟიმში გავაგრძელოთ სურსათის შეძენა ისე, როგორც ამას ვაკეთებდით წინა დღეებში“. - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. მინისტრის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის დავალებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქტიური მუშაობის შედეგად ქვეყანაში სურსათის მომარაგების კუთხით შეფერხება არ იქნება. მარაგები საკმარისია, გახსნილია ლარსის საბაჟო პუნქტიც და სურსათი შემოდის ჩვეულ რეჟიმში. „მოსახლეობისთვის მგრძნობიარე სურსათის სახეობებზე - 9 პროდუქტზე, შევიმუშავეთ ფასები დაზღვევის მექანიზმი. გვქონდა შეხვედრა ფაქტობრივად ყველა სექტორთან და იმ 9 პროდუქტთან ერთად, არ გაიზრდება პურის ფასიც. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ გარანტირებული იქნება სურსათის მიწოდება ქვეყანაში და პანიკის საფუძველი არ არსებობს“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)