20:01 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-21 17:35:23, 1424 ნახვა

კომენტარი
გახარია - მზად ვართ, ყველა ის რესურსი, რომელიც საქართველოს აქვს თავისი მოქალაქისთვის, თანაბრად გავუნაწილოთ ჩვენს მოქალაქეებს ოკუპაციის ხაზს მიღმა

ჩვენ ყოველთვის გამოვთქვამდით და დღესაც გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ ყველა ის რესურსი, რომელიც საქართველოს აქვს თავისი მოქალაქისთვის, თანაბრად გავუნაწილოთ ჩვენს მოქალაქეებს ოკუპაციის ხაზს მიღმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობა, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, აკეთებს ყველაფერს, რათა ამ მიმართულებით ჰქონდეს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა.

„მაქსიმალურად ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად არა მხოლოდ ეს მესიჯი მივიტანოთ, არამედ, გვქონდეს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა. სამწუხაროდ, ხშირად ეს არ გამოგვდის, თუმცა გარკვეული შედეგები ამ მიმართულებითაც გვაქვს", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics