2020-03-21 14:46:47, 1370 ნახვა
საზოგადოება
10 კაცზე მეტის შეკრების შეზღუდვა ეკლესიასაც დაუწესდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 10 კაცზე მეტის შეკრების შეზღუდვა ეკლესიასაც დაუწესდება.
მისი თქმით, 10 კაცამდე შეკრების შეზღუდვა ეხება ყველას და ყველაფერს.
„მოგეხსენებათ, რომ საგანგებო მდგომარეობა განისაზღვრება ქვეყნის მასშტაბით. შეკრების შეზღუდვა 10 კაცამდე ეხება ყველას და ყველაფერს და ამის მიზანი გახლავთ, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა. საქართველოს მთავრობის ძირითადი ამოცანა და მიზანი გახლავთ ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე მიუხედავად მათი რელიგიური მრწამსისა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების თხოვნით მიმართა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,