|
2020-03-21 09:14:20, 1320 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ვმუშაობთ, რომ ძალიან მალე ადგილობრივი წარმოების პირბადეები ხელმისაწვდომი იყოს საზოგადოების ფართო ფენებისთვის
„ვმუშაობთ, რომ ადგილობრივი წარმოების პირბადეები საზოგადოების ფართო ფენებისთვის ძალიან მალე იყოს ხელმისაწვდომი", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ეკონომიკური გუნდის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. „დღეს მსოფლიოში პირბადეებზე დეფიციტი არსებობს, რადგან დიდია მოთხოვნა. ჩვენ უმოკლეს ვადაში შევძელით, დაგვეწყო ამ პროდუქტის წარმოება და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ წარმოების ტემპი გავზარდოთ. თუმცა წარმოების საწყის ეტაპზე გვიწევს პრიორიტეტების განსაზღვრა", - განაცხადა ნათია თურნავამ. მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში დაისახა პრიორიტეტები, რომლის მიხედვითაც მოხდება ადგილზე წარმოებული პირბადეების პირველი პარტიის გადანაწილება. მინისტრის ინფორმაციით, პირველ რიგში, პირბადეები გადაეცემათ 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა პენსიონერებს ან ისეთ მოხუცებს, რომელთაც ქრონიკული დაავადებები გააჩნიათ. „ჩვენ მათ უფასოდ დავურიგებთ პირბადეების პირველ პარტიას. გარდა ამისა, განვსაზღვრეთ მოხელეთა ისეთი კატეგორიები, რომელთაც ყველაზე მეტად აქვთ შეხება მოსახლეობის რისკის მატარებელ კატეგორიებთან. საუბარია პოლიციელებზე, მებაჟეებზე და სხვ. რაც შეეხება კერძო სექტორს, აქ პრიორიტეტულ ნუსხაში ჩვენ გამოვყავით ჩვენი საამაყო ადამიანები, ვინც დღეს მუშაობენ სასურსათო მაღაზიებში, ქსელურ მარკეტებში - ესაა კონსულტანტები, მოლარეები. მათაც პირველივე შესაძლებლობისთანავე პირბადეებს დავურიგებთ", - განაცხადა მინისტრმა. ნათია თურნავას განცხადებით, ადგილობრივი წარმოების პირბადეების საზოგადოების ფართო ფენებისთვის ხელმისაწვდომი მას შემდეგ გახდება, რაც ამ პროდუქციის მასობრივი წარმოება დაიწყება.
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)