|
2020-03-19 21:28:00, 8240 ნახვა
ომი უკრაინაში
სავაჭრო ობიექტები, გარდა სასურსათო, სააფთიაქო, ბენზინ გასამართი, საფოსტო გზავნილების ქსელებისა და საბანკო განყოფილებებისა, დაიხურება
უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვტილება, რომ ქვეყნის მასშტაბით ყველა სავაჭრო ობიექტი გარდა სასურსათო მაღაზიებისა, სააფთიაქო ქსელებისა, ბენზინ გასამართი ქსელისა, საფოსტო გზავნილებისა და ასევე, საბანკო განყოფილებებისა უნდა დაიხუროს. ამის შესახებ სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. "დღეს იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ კონსულტაციების შედეგად სულ უფრო და უფრო ვრწმუნდეით, რომ იწყება ქვეყანაში შიდა გავრცელება, იძულებულები ვართ გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები გამკაცრების. დღეს ჩვენი უშირშროების უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე შეხვედრის ფარგლებში ძირითადი მიზანი გახლდათ გადაწყვტილება რომელიც უკვე მიღებულია, ქვეყნის მასშტაბით ყველა სავაჭრო ობიექტი გარდა სასურსათო მაღაზიებისა, სააფთიაქო ქსელებისა, ბენზინ გასამართი ქსელისა, საფოსტო გზავნილებისა და ასევე, საბანკო განყოფილებებისაუნდა იყოს დახურული იმისთვის, რომ სოციალური დისტანციის დაცვისა და მობილურობის ხარისხი შევზღუდოთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)