2020-03-19 16:37:20, 1143 ნახვა
საზოგადოება
საპატრიარქო სასულიერო პირებს მოუწოდებს, ზიარების პრაქტიკის შესახებ პირადი მოსაზრებების დაფიქსირებისგან თავი შეიკავონ
საქართველოს საპატრიარქო სასულიერო პირებს მოუწოდებს, კორონავირუსის ეპიდებიის გამო ზიარების პრაქტიკასთან და ეკლესიურ ცხოვრებასთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრებისგან თავის შეკავებას.
ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„კორონავირუსის ეპიდემიის გამო ზიარების პრაქტიკასთან და, საერთოდ, ეკლესიურ ცხოვრებასთან დაკავშირებით სასულიერო პირთა შორისაც აზრთა სხვადასხვაობა დაფიქსირდა.
ყველას ვთხოვთ, თავი შეიკავონ პირადი მოსაზრებებისაგან და დაელოდონ საქართველოს ეკლესიის წმ.სინოდის სხდომას, რომელიც პარასკევს, 20 მარტს, 12:00 საათზე გაიმართება“, - წერია განცხადებაში.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან