|
2020-03-19 11:25:37, 2434 ნახვა
სამართალი
განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში, სხვაგვარ ძალადობასა და ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევაში ბრალდებული ბ.ც. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საქართველოს გენერალური პროკურატურიდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, გორის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. „სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 6 დეკემბერს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში, ბ.ც.-მ მისივე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ვ.ჭ. - ს გულმკერდის და კისრის არეში ნაჯახით ჭრილობები, ხოლო ა.გ.-ს დანით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად ვ.ჭ. ადგილზე გარდაიცვალა. ასევე, ბ.ც. 2019 წლის 7 დეკემბერს, მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ შევიდა იმავე სოფელში მდებარე ვ.ტ.-ს საცხოვრებელ სახლში, რითაც დაარღვია ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობა. სამართალდამცველებმა ბ.ც. 2019 წლის 8 დეკემბერს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვაგვარი ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი) და 160-ე მუხლის პირველი ნაწილით (ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გორის რაიონულმა სასამართლომ ბ.ც. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)